შეიძლება, ბატონ თამაზ მეჭიაურს ქერა ქალები მოსწონს და მე – შავგვრემნები…

დეპუტატების ნაწილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციიდან გამოსვლას მხარს უჭერს, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში გაცილებით უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტის ადგილსამყოფელი. თამაზ მეჭიაური მომხრეა, პრეზიდენტმა რეზიდენცია დატოვოს. თემაზე კომენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილიც აკეთებს:

„შეიძლება, ბატონ თამაზს ქერა ქალები მოსწონს და მე – შავგვრემნები, ამის გამო კოალიციაში ქარიშხალს ვერ გამოიწვევთ. არ არის ამჟამად რელევანტური, გაცილებით უფრო სერიოზული საკითხები გვაქვს ახლა, პრეზიდენტს სად სძინავს და სად არ სძინავს, არაა ასე მნიშვნელოვანი. მთავარია, მას, როგორც ქვეყნის კონსტიტუციურად განსაზღვრულ პირს ჰქონდეს ყველა საშუალება, განახორციელოს თავისი უფლებამოსილება”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

Comments
Loading...