შეიძლება თუ არა არღვევდეს ნათლობა ბავშვის უფლებებს – ეკლესიის შეხედულება

ნათლობის საიდუმლო ეკლესიაში არსებული 7 საიდუმლოდან ერთ-ერთი უმთავრესია. ნათლობით იწყება ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება, რადგან მონათლული ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. მიუხედავად ამ უდიდესი მადლის მიღების აუცილებლობისა, განსხვავებულია მოსაზრებები, თუ როდის უნდა მოინათლოს ადამიანი.

არსებობს შეხედულება, რომ ჩვილის მონათვლის შემთხვევაში ის კარგავ თავისუფალი არჩევანის უფლებას – იცხოვროს ღმერთთან თუ მის გარეშე?! ამ დროს კი ხშირია მოულოდნელი გარდაცვალება. ადამიანები ისე მიდიან წუთისოფლიდან, რომ ერთხელაც ვერ ეზიარებიან ღმერთთან კავშირს.

„ვინ და რატომ არღვევს ბავშვის უფლებებს? – აი ეს არის სასაუბრო და არა ის, რომ შეიძლება თუ არა ბავშვის უფლებებს არღვევდეს ნათლობა. როგორ შეიძლება ვინმეს უფლებები ირღვეოდეს, მაშინ როდესაც მასზე გადადის სულიწმინდის მადლი და ადამიანს აქცევს ქრისტიანად და მას სულიწმინდის მადლი მფარველობს.“

ამ თემასთან დაკავშირებით Tbilisitoday.ge-ის ჟურნალისტის კითხვებს სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი მამა დავითი (ლასურაშვილი) პასუხობს.

– რას გვეტყვით ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით?

– ნათლობის საიდუმლო ეს არი კარი ადამიანის ეკლესიაში შემყვანებელი. ნათლობის საიდუმლო დროს, ისევე როგორც ყველა საიდუმლოს დროს გადმოდის ადამიანზე სულიწმინდის მადლი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სულიწმინდის მადლი ადამიანს აქცევს მონად ღვთისა და ქრისტეს ეკლესიის წევრად. თუ არა ნათლისღება, ადამიანი ეკლესიის წევრად არ ითვლება და მას რა თქმა უნდა სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს, ანუ ის ქრისტიანი არ არის. არანაირი რელიგიური ურთიერთობა ჩვენ მოუნათლავთან არ გვაქვს და ამის უფლებაც არ გვაქვს, რომ რაიმე რელიგიური ურთიერთობა გვქონდეს, გარდა იმისა თუ ის არ არის კათაკმეველი. კათაკმეველი ნიშნავს, ისევ და ისევ მართმადიდებლური ნათლობისთვის მზადებას. ეს ადამიანები სწავლობენ მართმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმას და მათ წირვის გარკვეულ დრომდე აქვთ უფლება, რომ დაესწორ ღვთის მსახურებას, მართალთა ლიტურგიამდე, ხოლო მის შემდეგ ისინი გარეთ გამოდიან. ადამიანების ეკლესიის სწავლება ესეთია, რომ ადამიანის ცხონება ნათლობის გარეშე შეუძლებელია. ასე რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, ეს არის დოგმატური საკითხი მართმადიდებულური ეკლესიისა, ნათლობა ეს არის პირველი კარი, ანუ ეკლესიაშ შემყვანებელი.

– არსებობს შეხედულება, რომ ჩვილის მონათვლის შემთხვევაში ის კარგავს თავისუფალი არჩევანის უფლებას. როგორია ეკლესიის შეხედულება ჩვილთა ნათლობასთან დაკავშირებით?

– ეკლესია არ არის ვალდებული ვინმეს წინაშე ქონდეს ასეთი მწარე პასუხისმგებლობა. მაშინ მე შევატრიალებ პირიკით კითხვას: ირღვევა თუ არა ბავშვის უფლებები, როდესაც დედა იკეთებს აბორტს? – ჩასახვის წამიდან ბავშვს აქვს სული, მიუხედავად იმისა, თუ რა ზომისაა მისი სხეული. როდესაც დედა იკეთებს აბორტს ბავშვი კვდება, როგორც ხორციელად, ისე ფიზიკურად, ასევე მისი სული მიდის ჯოჯოხეთში, რადგან მისი სული იყო მოუნათლავი და მოუნათლავი სასუფეველში ვერ მოხვდება.

ვინ და რატომ არღვევს ბავშვის უფლებებს? – აი ეს არის სასაუბრო და არა ის, რომ შეიძლება თუ არა ბავშვის უფლებებს არღვევდეს ნათლობა. როგორ შეიძლება ვინმეს უფლებები ირღვეოდეს, მაშინ როდესაც მასზე გადადის სულიწმინდის მადლი და ადამიანს აქცევს ქრისტიანად და მას სულიწმინდის მადლი მფარველობს.

ზოგადად, თუ კანონამდე მიდგება საქმე, საერთაშორისო კანონმდებლობაში დაფიქსირებულია მუხლები, სადაც წერია, რომ მშობელს აქვს უფლება შვილი გაზარდოს საკუთარი რელიგიური მრწამსისა და ტრადიციების მიხედვით. ჩვენი რელიგიური მრწამსი და ტრადიციებიც ასეთია, რომ ჩვენს ბავშვებს ვნათლავთ და ეს აუცილებელი მომენტია. წმინდა მამები ამბობენ, რომ აუცილებელია ბავშვები მოინათლონ ბავშვობიდანვე. ამას ადასტურებს, როგორც საღვთისმეტყველო ლიტერატურა მართმადიდებლური ეკლესიისა, ასევე საღვთისმახურო ლიტერატურა, ანუ ლოცვითი წიგნები, რომელსაც სასულიერო პირები ვიყენებთ ამა თუ იმ საიდუმლოებების ასრულების დროს. მათ შორის ნათლობის დროს რა უნდა შესრულდეს, როდის უნდა შესრულდეს, ეს ყველაფერი წერია. საღვთისმსახურო წიგნში ასევე წერია, რომ თუ ბავშვი დაიბადა არაჯანმთელი, ნუ დაიცდითო, დაბადებისთანავე მონათლეთო, მაგრამ თუ ბავშვი ჯანმრთელიაო მერვე დღეს მიიყვანეთ და მონათლეთო. მე აქ შეგახსენებთ, რომ ძველ აღთქმაში ღმერთთან აღთქმას ადამიანი დებდა წინა დაცვეთით, რომელიც სრულდებოდა მერვე დღეს. რამეთუ წინადაცვეთა იყო სახე ნათლობისა. ამჟამად წინადაცვეთა აღარ სრულდება, რადგან მოვიდა მაცხოვარი და გვაქვს წმინდა მოცემული ნათლისღება, ამიტომ უფლება გვეძლევა ნათლისღება შევასრულოთ მერვე დღეს.

ეს თანამედროვე სამყაროს ამიერგაგება არ შეუძლია, იმიტომ რომ არანაირ სულიერს არ ცნობს. გეკითხებით, დაიბადა ბავშვი, რომელიც დაახლოებით 10-12 წლის ასაკისაა და ან მეყვსეულად ან დაავადების გამო გარდაიცვალა მოუნათლავი, ეს ბავშვი უეჭველად მიდის ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ მოუნათლავი ვერავინ ვერ დაიმკვიდრებს, ქრისტეს ბეჭდის გარეშე, სასუფეველს. მაშინ ასე მივუდგეთ, ამაზე საუბარი მიუღებელიცაა, მაგრამ პრაგმატიკის დონეზე დაიყვანეს სულიერი საკითხები და თითქოს საჭორაოდ გახადეს ეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში დაირღვა, თუ არა ბავშვის უფლებები, რომლის სულცას უნდა ნათლობა, ადამიანი მიდრეკილია ამისკენ, მაგრამ არავინ მონათლა და გავიდა მოუნათლავი ამ ქვეყნიდან და წავიდა ჯოჯოხეთში. როდესაც ასეთი გარდაცვლილი ბავშვის მშობელი მოდის ეკლესიაში და ის ოდესღაც გაანალიზებს, რომ მას მძიმე ცოდვები აქვს და უნდა თქვას აღსარება, სადაც გაირკვევა, რომ შვილი ან შვილები ამქვეყნიდან გასტუმრებული ყავს ნათლისღების გარეშე – ეს არის უმძიმესი ცოდვა მშობლისა, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა ნანობდეს და ასეთ შემთხვევაში მშობლის ზიარება, სხვა ცოდვებიც რომ არ ქონდეს განსაკუთრებულად მძიმე, ეს იმდენად მძიმეა მშობლის სულისათვის, რომ მისი ზიარება არ შეიძლება. მას გარკვეული სასჯელი ეძლევა, ანუ ეძლევა იმისათვის, რომ შეინანოს, ნანობდეს და შენდობას ითხოვდეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გააჩნია ვინ არის კონკრეტული ინდივიდი, იმის მიხედვით შეიძლება მიეცეს მას ზიარების უფლება. მაგრამ, პრინციპი ერთია, რომ ადამიანი რომელიც შვილებს ამქვეყნიდან უშვებს მოუნათლავს, ის არის უმძიმეს მდგომარეობაში ვისი ზიარებაც კი არ შეიძლება.

არანაირად არავისი უფლება არ ირღვევა ეკლესიაში. ეკლესიაში ყველას უფლება დაცულია და ამ თემაზე საუბარი არ შეიძლება, იმიტომ რომ ეკლესიის საიდუმლოებაზე ადამიანი, რომ ლაპარაკობდეს მინიმუმ ეკლესიის ოჯახის შვილი და ეკლესიის ცხოვრებაში, სწავლებასა და ტრადიციებში გაცნობიერებული მაინც უნდა იყოს.

ევროკავშირის, ევროსაბჭოსა თუ სქართველოში მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს არანაირი უფლება არ გააჩნიათ ისაუბრონ ეკლესიის იმ საიდუმლოებებზე, რომლებშიც ისინი სულიწმინდის მადლს არ აღიარებენ.

რამდენიმე წლის წინ, ესეც შეუდარებელი თემაა , ნაციონალური მოძრაობის ზეობის პირობებში, ვიღაცის გონებაშვი მოვიდა იდეა, რომ საქართველოში მიცვალებულებს მიწაში კი არ უნდა ასაფლავებდნენ, არამედ კრემაციას უნდა უკეთებდნენ. ყველა ადამიანს საკუთარი ნება და ნება აქვს და შეუძლია ადამიანს დაიბაროს, რომ კრემაცია გაუკეთონ მას, მაგრამ ზოგადად ჩვენ ყველასს გვაიძულოს, რომ ჩვენ მართმადიდებლურ ტრადიციებსა და სწავლებებზე უარი ვთქვათ, როგორც ბიბლიაში წერია მიწა ხარ და მიწადვე მიიქეციო, ამის უფლება არ მიცეს ადამიანს და კანონის დონეზე დაგიწერონ, არ შეიძლება.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეკლესია ემორჩილება საერო საკანონმდებლობას მანამ, ვიდრე ეკლესიურ კანონებსა და საღვთო კანონებს გმობას არ დაუწყებს საერო კანონები. თუ კი ასე მოხდება, ეკლესიის ღვთისმეტყველებას, საეკლესიო კანონმდებლობას, საეკლესიო სამართალს რაღაც კუთხით მაინც გმობს და შეურაცხყოფას აყენებს საერო სამართალი, რა თქმა უნდა ეკლესიური ადამიანები კანონმორჩილებას აღარ ვასრულებთ და არ ვექვემდებარებით და ვემორჩილებით მათ.

მოამზადა: მარიამ კაპანაძემ.
tbilisitoday.ge

Comments
Loading...