შეიქმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო ხელისუფლება” (ვიდეო)

შეიქმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო ხელისუფლება”
დამფუძნებლები:
ლევან მამალაძე, დავით ელიაძე, თამაზ ყარალაშვილი, სულხან მოლაშვილი

https://www.youtube.com/watch?v=SnrRVeg4xZw

საქათველოს კონსტიტუციაში მკაფიოდაა დაფიქსირებული – „ხელისუფლების წყარო არის ხალხი“!

ეს მოთხოვნა, სამწუხაროდ, დღემდე არცერთ ხელისუფლებას არ შეუსრულებია, რის გამოც ადგილობრივ, თუ საპარლამენტო არჩევნებით, ხელისუფლებაში მოდიან გაუგებარი პროტეჟეები და ფულიანი მაჟორიტარები. ეს უკანასკნელნი, როგორც წესი, ხალხის დანაპირებს უმალ ივიწყებენ და ხელისუფლებას თავის სასარგებლოდ იყენებენ! „სახალხო ხელისუფლება“ სწორედ ამ მანკიერ სისტემას შეცვლის.

ხელისუფლებაში უნდა მოხვიდეთ თქვენ! ვისაც გაქვთ სურვილი იყოთ ხალხის მსახურნი, იცით სოფლის თუ ქალაქის სატკივარი, თქვენი გამოცდილებით და მონდომებით შეძლებთ პრობლემათა მოგვარებაზე მუშაობას და ამით ხალხის ნდობას დაიმსახურებთ. ხალხი წინასწარ განსაზღვრავს ვის წარადგენს საკრებულოში, გამგეობაში, მერიაში და საქართველოს პარლამენტში! ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მათ კი არ იყენებენ, არამედ ჩართული არიან სახელმწიფოს მართვაში და თვითონ წყვეტენ ხელისუფლების დაკომპლექტების საკითხს!

ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს და სახელმწიფოს სიძლიერეთვის ზრუნავდეს! ყველა სხვა შემთხვევაში ხალხს უნდა ქონდეს კანონიერი ბერკეტები, ვინც ნდობას არ გაამართლებს, ჩამოართვას ხელისუფელებაში ყოფნის უფლება!

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება“ ის მექანიზმია, რომელიც საქართველოს თვითოეულ მოქალაქეს, სურვილის შემთხვევაში საშუალებას აძლევს, მოვიდეს ხელისუფლებაში და ემსახუროს სახელმწიფოს გაძლიერებას.

„სახალხო ხელისუფლებას“, ხალხის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, შემუშავებული აქვს ადგილობრივი და გლობალური სახელმწიფოებრივი პრობლემების მოგვარების პროგრამა, სოცოალურ-ეკონომიკური და საფინანსო საკითხების გადაჭრის კონკრეტული მექანიზმები. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში გატარებული რეფორმების შდეგები , დეეტყოს თოთორული მოქალაქის კეთილდღეობას! აღნიშნულის შესაბამის სამოქმედო გეგმას უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ.

ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს ცნობილ პიროვნებებზე, თავს მოხვეულ ლიდერებზე. ჩვენი მიზანია საქართველოში რეალური სახალხო ხელისუფლების ჩამოყალიბება. ხალხის ლიდერები ხართ თქვენ! ვისაც გაქვთ სურვილი, გაითავისოთ ხალხის და სახელმწიფოს სატკივარი, მოხვიდეთ ხელიუფლებაში და ერთობლივი ძალებით გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო, სადაც ცხოვრება საამაყო იქნება ყველა მოქალაქისათვის! მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა ეს არის კანონიერი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად!

ძლიერი ოჯახი, სახელმწიფოს სიძლიერის საფუძვლად უნდა ვაქციოთ! ჩვენ ხელისუფლება უნდა დავუბრუნოთ ხალხს! სახალხო ხელისუფლების ეგიდით,ხალხის თვითორგანიზება, მიმდინარეობს საქართველოს ყველა რეგიონში, რაიონსა და სოფელში. მოგმართავთ ყველას, გახდით სახალხო ხელისუფლების და სახელმწიფოს
გაძლიერების თანამონაწილე!

გახსოვდეთ! ხალხის გამარჯვება გარდაუვალია!!!

Comments
Loading...