„შეხვედრამ პრემიერსა და ტრამპს შორის, კიდევ ერთხელ დაადასტურა,რამდენად მჭიდროა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა“

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრა შეაფასა

„გუშინდელმა შეხვედრამ ჩვენს პრემიერსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, თუ რამდენად მჭიდროა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის კუთხით დაახლოების გზაზე,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახებ.

„ჩვენ ვსაუბრობდით იმ კანონზე, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომლითაც უპრეცედენტო მხარდაჭერა იქნა გამოხატული საქართველოს მიმართ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გუშინდელმა შეხვედრამ ჩვენს პრემიერსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, თუ რამდენად მჭიდროა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის კუთხით დაახლოების გზაზე. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მთავრობა და პირადად პრემიერი, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ეს არის პირადად პრემიერის და მთავრობის უდიდესი დამსახურება,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...