შელაპარაკება მსახიობ ირაკლი რამიშვილის სასამართლო სხდომაზე (ვიდეო)

შელაპარაკება ადვოკატსა და მოსამართლეს შორის ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ბრალდებულ ირაკლი რამიშვილის დაცვამ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ექსპერტებისა და მოწმე პოლიციელების ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია.

დარბაზი პროტესტის ნიშნად ბრალდებულის ახლობლების ნახევარმა დატოვა.

დამსწრეების პროტესტისა და ადვოკატ ჭკადუას გაძევების შემდეგ ირაკლი რამიშვილის მეორე დამცველმა მოსამართლის საქმიდან აცილება იშუამდგომლა. მალხაზ ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილი საქმის შედეგით იყო დაინტერესებული რის გამოც ობიექტურ გადაწყვეტილებებს არ იღებდა, თუმცა მოსამართლე მრელაშვილმა თავი არ აიცილა.

ჯანგირაშვილის მტკიცებით ნარკოტიკული საშუალება, რომელიც საქმეში დევს რამიშვილს პოლიციამ ჩაუდო.

https://www.youtube.com/watch?time_continue=219&v=ygdNrbf2h8M

Leave A Reply

Your email address will not be published.