საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს მარეგულირებელი კომისიის, სემეკის პრეროგატივაა, თუმცა, ამის მიუხედავად, სამინისტროშიც კეთდება დათვლები.
„ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ელექტროენერგიაზე მოხდება ფასების ზრდა. ეს თქვენ იცით არის მარეგულირებელი კომისიის, სემეკის პრეროგატივა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენც, ენერგეტიკის სამინისტროში ვაკეთებთ დათვლებს. შემიძლია დღევანდელი გადმოსახედიდან გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
წყარო : guardian.ge