შემოსავლების სამსახური: 6 თვეში 33 895 გადამხდელს 1 403 693 374.9 ლარის საგადახადო დავალიანება ჩამოეწერა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.06.2016 -22.12.2016დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით,  გადასახადის 33 784 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 403 693 374.9 ლარი,

მათ შორის: 

 ა) ნაწილით – 33 413გადამხდელს  1401213856.7 ლარი,

ბ) ნაწილით – 471  გადამხდელს 2473442.8 ლარი,

გ) ნაწილით – 11 გადამხდელს  6075.4ლარი.

 

“აღნიშნილი ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი – 2016 წლის 1 ივნისი)). ცვლილების თანახმად,  309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე  გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;

ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.

გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა უცვლელი).

      

(შენიშვნა: ამ ცვლილებადე, მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით, 02.06.2016 წლამდე, საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა   გადასახადის 18 941 გადამხდელს ჯამში 1,104,279,889.73 ლარის ოდენობით, მათ შორის:  ა) ნაწილით – 10 952 გადამხდელს  1,094,153,961,31ლარი, ბ) ნაწილით – 918  გადამხდელს 5,124,844.92 ლარი, გ) ნაწილით – 7 071 გადამხდელს 5,001,083.50 ლარი.)”,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ipress.ge

Comments
Loading...