შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ოფიცრების მიერ, სამართალდარღვევების ფაქტები გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ გამოვლენილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ჯამური ღირებულება იყო 1,057,189 ლარი, ხოლო დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ გამოვლენილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგენა 3,439,918 ლარი.
სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა გასული წლის 16 ივნისიდან 15 დეკემებრის ჩათვლით მოხდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის მიხედვით, საქმეზე არსებული მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.