შემთხვევით გადაღებული ფოტო, რომელმაც ბავშვის მამა სიკვდილისგან იხსნა

ამ ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭუნა დედამ იმ დროს გადაიღო, როცა ის ქვიშას მიირთმევდა. სარამ შვილის ფოტო „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე განათავსა, თუმცა ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ეს ფოტო მისი 11 თვის შვილს სემ გრინერს მსოფლიოში ცნობილ ადამიანად აქცევდა, მამამისს კი სიკვდილისგან იხსნიდა. 

მაშინ სემის ფოტო გამოჩენისთანავე ინტერნეტჰიტად იქცა და მას „მიზანდასახული ბავშვი“ დაარქვეს.

2009 წელს სემის ოჯახს განსაცდელი დაატყდა – სემის მამა ჯასტინ გრინერი სერიოზულად დაავადდა. ჯასტინს დიდი ხნის განმავლობაში დიალეზით მკურნალობდნენ, მაგრამ პროცედურა, რომელიც 4 საათის მანძილზე გრძელდებოდა, პრობლემის მოსაგვარებად საკმარისი არ იყო.
2015 წელს ექიმებმა გრინერების ოჯახს შეატყობინეს, რომ აუცილებელი იყო ღვიძლის გადანერგვა.
ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო ფული არ ჰქონდა, ამიტომ დახმარების თხოვნით ინტერნეტში განცხადება გაავრცელეს.

როცა ადამიანებმა გაიგეს, რომ დახმარებას იმ ბავშვის მამა ითხოვდა, რომელმაც მილიონობით ადამიანს ღიმილი მოჰგვარა და პოზიტიური განწყობა შეუქმნა, გრინერებს რამდენიმე დღეში 100 000 დოლარზე მეტი შეუგროვდათ, მაშინ როცა ოპერაციისთვის მხოლოდ 75 000 დოლარი სჭირდებოდათ.
2015 წელს ჯასტინ გრინერს წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს.

რაც შეეხება სემს, მას ძალიან სიამოვნებს ის, რომ მამის გადარჩენა შეძლო, თუმცა, სხვა მხრივ, პოპულარობა არ ხიბლავს და იმედოვნებს, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარასოდეს მოხვდება.
პატარა მომავალში მხატვრობას აპირებს.

წყარო

Comments
Loading...