“შენისთანა გამყიდველები ვერ გამტეხენ” – დაპირისპირება სააკაშვილსა და ჟურნალისტს შორის (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=YpSC27J12M8&feature=youtu.be

 

კრაინულ პოლიტიკურ თოქ-შოუში “Шустер LIVE” ჟურნალისტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. შეკითხვის დასმისას, ჟურნალისტმა სააკაშვილს უთხრა, რომ მას პოპულისტს უწოდებენ, რაზეც ყოფილ გუბერნატორს მწვავე რეაქცია ჰქონდა.

მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტს გამყიდველი უწოდა. მისი თქმით, მას “არც კორუმპირებული მინისტრებისა და არც კორუმპირებული ჟურნალისტების ეშინია”.

 

“პირდაპირ გეტყვით, რომ ისეთი გამყიდველი ჟურნალისტები, როგორიც თქვენ და თქვენი მფლობელები ხართ, პოპულისტი რამდენიც არ უნდა მეძახოთ, ამას სერიოზულად გეუბნებით, ვერ დამალავთ იმ ფაქტს, რომ მე პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთადერთი პრეზიდენტი ვიყავი, რომლმაც არ დაუშვა კორუფცია, ვერ დამალავთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდე, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადები 60%-ით შევამცირე.

მეგობრებო, მისამართი შეგეშალათ, რაც გინდათ, ის დამიძახეთ, მაგრამ ჩემზე ჩემი გაკეთებული საქმეები მეტყველებს, თქვენ მე ვერ გამაჩუმებთ, ვერ მომატყუებთ, არც კორუმპირებული მინისტრების მეშინია და არც კორუმპირებული ჟურნალისტების”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

წყარო : ipress.ge

Comments
Loading...