შეროზია – ორი ადამიანის ცუდი საქციელის განზოგადება სრულიად სვანეთზე და მათი ლანძღვა…

ცნობილი ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში “სვანეთში გაშიშვლებული ბიჭის” ახლად აგორებულ სკანდალს ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:

 

თანამემამულენო!  ))

1. სვანეთი არის ულამაზესი კუთხე, სტუმართმოყვარე და კარგი ხალხით – არ იმსახურებს ამდენ ტალახს  :/

2. ორი ადამიანის ცუდი საქციელის განზოგადება სრულიად სვანეთზე და მათი ლანძღვა – არ არის კარგი ამბავი, არგუმენტაციას მგონი არ საჭიროებს.  ))

3. რამ გაგაოცათ, სად იყვნენ სვანები, თბილისელი ნინო ლაბარტყავა რედისონის მე-15 სართულზე, სექსს რომ აპროტესტებდა და სახეს იხოკავდა. განვაზოგადოთ მაშინ ეგეც სრულიად თბილისზე და ჩავიგდოთ ხმა, როგორც არანაკლებ ცოდვილებმა

4. “მანქანაში” მომხდარი ფაქტი რომ ტეხავს – ეს რამე ახალია და ამის ყოველ მეორე სტატუსში ხაზგასმა ვინმეს პროგრესულობის უპირობო მტკიცებულება?

5. დავიწყოთ ნუდ ჩელენჯი და ხალხიც თვალს შეაჩვევს იმას, რომ არახალხმრავალ ადგილებში შიშველი ფოტო (თან როცა არც გიჩანს რამე ისეთი, ფეხი და მკერდი ზღვაზეც გვაქვს ნანახი) არ არის ტრაგედია უგმიროდ. უბრალოდ ამ ყინვაში რა გაიხდის  :/ :დ

6. რამე მტკიცებულება გვაქვს, რომ მომბოდიშებელი და ტიტლიკანა ბიჭი ერთი და იგივეა? მანქანაში მარტო სახე დავინახეთ და ფოტოზე – ყველაფერი სახის გარდა და რეავიცი აბა, რა კრიტერიუმებით გავავლოთ პარალელები ნე პანიატნა :დ

Comments
Loading...