შესაძლოა, გიგი უგულავა პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდეს

მის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ განმარტა.

“სასამართლომ შეცვალა კვალიფიკაცია თბილსერვისთან დაკავშირებით და დამნაშავედ სცნო “თბილსერვისის” საქმეში 333-ე მუხლით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას ნიშნავს. გიგის სასჯელის ვადად განესაზღვრა 1 წელი 9 თვე. ამნისტიის შესახებ კანონით 1/4ით უნდა შემცირდეს და გამოდის, რომ სასჯელის ვადა არის 1 წელი 3 თვე 22 დღე.

ჩვენი გამოთვლით ეს ვადა დაკავების დღიდან გადის 2017 9 იანვარს. კოდექსის ჩანაწ მიხედვოთ თუ მოხდის ვადა ემთხვევა უქმე დღეს მაშინ უდნა განხოციელდეს წინა სამუშაო დღეს .9 იანვრის არის კვირა ხოლო 7 იანვარი შობა. ვთვლით, რომ გიგი უგულავა უნდა გათავისუფლდეს დღესვე”,- განაცხადა ბასილაიამ.

IPRESS.GE

Comments
Loading...