„შესაძლოა, მეხანძრეებს წყალი გაუთავდათ” – „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე, შენობის პირველ სართულზე ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებულები. ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ხანძრის ჩაქრობა წყლის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან მოვაჭრეები. დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.

დაზარალებული მოვაჭრეები დამწვარ შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რადგანაც მათი განცხადებით, დემონტაჟის შემდეგ, ინვენტარის გადარჩენა შეუძლებელი იქნება.

Comments
Loading...