შეშინებული ჰილარი, მიტოვებული მელანია – სხეულის ენის საიდუმლო მესიჯები ინაუგურაციიდან (ფოტოკოლაჟი)

აშშ-ს ოფიციალურად ჰყავს ახალი 45-ე პრეზიდენტი. გუშინ დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა.
ტრამპის პოლიტიკური მესიჯები, პირველი ლედისა და მიწვეული სტუმრების ჩაცმულობაზე საუბარი ინაუგურაციის მიმდინარეობისას დაიწყო.

ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არავერბალური მესიჯებიც.

სხეულის ენის სპეციალისტმა პატი ვუდმა ინაუგურაციის არავერბალურ ასპექტებზე გამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ჰილარი კლინტონი ინაუგურაციაზე მეუღლის გვერდით მშვიდად და გაწონასწორებული იერით გამოცხადდა, თუმცა ექსპერტის თქმით, მისი თითქოს ნაძალადევი ღიმილის უკან შიშიც იგრძნობოდა.

თუმცა , ექსპერტის თქმით, კლინტონი ჯარისკაცავს გავდა, რომელიც მნიშნელოვანი მომენტისთვის საკუთარ თავს ამზადებს და ამის მაგალითად ჰილარი კლინტონის ღრმად ჩასუნთქვა და მხრებში გასწორება მოჰყავს.

ვუმდა ასევე აღნიშნა, რომ ბარაკ და მიშელ ობამებსა და მელანია ტრამპს შორის რეალური დადებითი კავშირი იგრძნობოდა, რაც იმაში გამოიხატა, რომ წყვილმა მომავალ პირველ ლედის ზურგზე მეგობრულად შეახო ხელი და ამ ფორმით თეთრ სახლში შეიპატიჟა. ექსპერტის თქმით, ობამებმა ამ ჟესტით მელანიას აგრძნობინეს, რომ მათ იცოდნენ, როგორ ნერვიულობდა მომავალი პირველი ლედი და მეგობრული ღიმილით მას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს ვუდის თქმით, ის ეგოისტურად გამოიყურებოდა, რაც განსაკუთრებით მეუღლესთან მის დამოკიდებულებაში გამოვლინდა, თუმცა პატი ვუდი აქვე ხაზს უსვამს, რომ ბარაკ ობამას მიმართ ტრამპის პატივისცემაც შესამჩნევი იყო.

როგორც ყოველთვის, იდეალური იყო ობამების ურთიერთდამოკიდებულება.

„როგორც ბევრჯერ ითქვა ამ რვა წლის განმავლობაში, ინაუგურაციის დღესაცგამოჩნდა, რომ ბარაკ და მიშელ ობამების შესანიშნავი ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული“ – ამბობს ექსპერტი და ამის მაგალითად ტრამპების ლოდინისას ბარაკ ობამას მიერ მეუღლის ხელსა და ლოყაზე კოცნა, სასაჩუქრე ყუთის აღებაში დახმარება მოჰყავს.


სხეულის ექსპერტის თქმით, ის დინამიკა რაც ობამებს შორის იყო, არ ყოფილა ტრამპებს შორის. ვუდი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი ავტომობილიდან გადმოსვლისთანავე კიბისკენ გაემართა ობამებთან შესახვედრად , ისე რომ მელანიას არც კი დალოდებია და უკან მოიტოვა. ვუდსი აღნიშნავს, რომ ტრამპი, წესით, უნდა დალოდებოდა მეუღლეს და დახმარებოდა ავტომობილიდან გადმოსვლაში, რაც ბევრად თავაზიანი და კარგი ჟესტი იქნებოდა მომავალი პრეზიდენტის მხრიდან.

რაც შეეხება ტრამპისა და ობამას ურთიერთდამოკიდებულებას , ვუდი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი ობამასთან შეხვედრისას ძალიან მსუბუქად გამოიყურებოდა, მისი გამომეტყველება აჩვენებდა იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ტრამპს დომინანტობის სურვილი არ ჰქონდა.

„როდესაც ისინი თეთრ სახლში შედიოდნენ გვერდიგვერდ იდგნენ, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ისინი თანასწორნი არიან“ – ამბობს ვუდი.

აღსანიშნავია, რომ ექსპტერტმა პატი ვუდმა არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, თეთრ სახლში ობამა-ტრამპის პირველი შეხვედრის შემდეგაც ისაუბრა მათი სხეულის ენის საიდუმლო მესიჯებზე.

 

 

newposts.ge

Comments
Loading...