შეწყალების კომისიას თუ ვინმემ რაიმე რეკომენდაციით მიმართა, ამაში დანაშაულის ნიშნები არ არის – გედევან ფოფხაძე

თუ ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების რეკომენდაციით შეწყალების კომისიას ვინმემ მიმართა, ამაში დანაშაულის ნიშნები არ არის, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ. როგორც დეპუტატი ამბობს, მისთვის ცნობილია ანასტასია ზაუტაშვილის საქმის გარკვეული დეტალები. “ის რამდენჯერმე მყავს ნანახი საპატიმრო დაწესებულებაში, რადგან შიმშილობის აქციაში იღებდა მონაწილეობას. მისი საქმე ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო. მას პრეტენზიები ჰქონდა, რომ საქმე იყო ხელოვნურად შეკერილი, საუბრობდა წამების და ზეწოლის ფაქტებზე. შესაბამისად, შეწყალების კომისიას თუ ვინმემ რაიმე რეკომენდაციით მიმართა, რომ ადამიანი ნაწამებია და ეგებ ამის გამო რაიმე შეღავათი გაუწიოთ, თუნდაც სასჯელის განახევრების მიზნით, ამაში დანაშაულის ნიშნები არ არის”, – განაცხადა ფოფხაძემ და აქვე აღნიშნა, რომ ანასტასია ზაუტაშვილი პოლიტიპატიმრების სიაში არ ყოფილა.

Leave A Reply

Your email address will not be published.