შეწყალების სკანდალის დეტალები, ახალი ბრალდებები ეკა ბესელიას წინააღმდეგ

აღორძინების ყოფილი წევრი, გია კელენჯერიძე, პოლიტ-პატიმართა სიების შედგენისას ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებაზე გადაცემა არჩევანში საუბრობს და ამბობს, რომ ის პირადად არის სიების შედგენის პროცესის შემსწრე და პოლიტ-პატიმართა სიები ლობირებისა და თანხების გადახდის მიხედვით შედგა.

ყოფილი დეპუტატი რამდენიმე ფაქტს ყვება, სადაც სწორედ ეკა ბესელიას და მისი ოჯახის წევრების კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.

გია კელენჯერიძე თავადაც ითხოვდა პოლიტ-პატიმრის სიაში შეყვანას. თუმცა, მისი მტკიცებით, ის სიაში იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, მიერ 2002 წელს ჩადენილი მკვლელობის გამო არ ჩასვეს.

„ზურაბ ვაზაგაშვილს ძეგლს უდგამდნენ რამდენიმე დღეში და ის უმწიკლოდ უნდა დარჩენილიყო. მე კი ვსაუბრობდი მის მიერ 2002 წელს ჩემი ნათესავის, მწერლის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობის საქმეზე. ეს მათთვის მიუღებელი იყო,“ – განაცხადა გია კელენჯერიძემ.

გია კელენჯერიძე ამბობს, რომ ის ასევე ითხოვდა ასლან აბაშიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმის შესწავლასაც. თუმცა, ეკა ბესელიამ ესაც და სხვა პოლიტიკური საქმეებიც დამალა.

Leave A Reply

Your email address will not be published.