შეწყვიტეთ ბოდიშები და იბრძოლეთ წარმატებისთვის!

რა გაწუხებთ? ყველაფერი, მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო, ის, რაც გამაღიზიანებელია. კარგავთ დროს, საკუთარ მარცხში ადანაშაულებთ სხვებს, ხანდახან ზარმაცობთ, ვერ აღწევთ მიზანს… რა გიშლით ხელს? ბოდიშები… დიახ, თქვენ იმდენ დროს კარგავთ იმაზე ფიქრში ვინ ხართ და სად ხართ, იმსახურებთ თუ არა ამ ადგილს, რომ გეპარებათ მნიშვნელოვანი მომენტები. გაწუხებთ სინდისის ქენჯნა და გსურთ მოიბოდიშოთ, რომ ვიღაც „თქვენზე უკეთესი“ თქვენზე გაცილებით უკან დგას.

 

იცით თუ არა, რომ:

 

ზიგმუნდ ფროიდს თავისი თეორიების წარდგენის დროს ევროპის მეცნიერთა საზოგადოება სტვენითა და უარყოფითი შეძახილებით შეხვდა.

 

უინსტონ ჩერჩილმა წააგო ყველა არჩევნები, ვიდრე ინგლისის პრემიერ-მინისტრად არ აირჩიეს 62 წლის ასაკში.

 

ალბერტ აინშტაინი ვერ ლაპარაკობდა 4 წლამდე და მარტივ სიტყვებს ვერ კითხულობდა 7 წლამდე, ის გარიცხეს სკოლიდან.

 

ჰენრი ფორდს ხელი მოეცარა ფერმერობაში, მექანიკოსობაში, 5-ჯერ გაკოტრდა.

 

ვან გოგმა სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთი ნახატის გაყიდვა შეძლო, ისიც მეგობრის დას 50$-ად მიჰყიდა.

 

ლევ ტოლსტოი სამართლის სკოლიდან გააძევეს იმ მიზეზით, რომ „არ შეეძლო სწავლა“.

 

მაგრამ, დიახ, ისინი თავს სხვებზე ნაკლებად არ თვლიდნენ, არ იხდიდნენ ბოდიშებს იმისთვის, რომ იყვნენ ისინი, ვინც იყვნენ. მათ ჰქონდათ მიზანი და იცოდნენ, რომ უნდა მიეღწიათ.

 

რა უნდა ქნათ, თუ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ? გააკეთეთ პირველმა.

 

რა უნდა ქნათ, თუ რამდენჯერმე არ გამოგივიდათ? კიდევ სცადეთ.

 

რა უნდა ქნათ, თუ არ გაქვთ დიპლომი? იყავით ინტერესიანი, ისწავლეთ მეტი.

 

რა უნდა ქნათ, თუ თქვენი არავის სჯერა? წარმატებისთვის ტაშის დაკვრა არ გჭირდებათ.

 

რა უნდა ქნათ, თუ წარმატება რთულია? დიახ, არ არსებობს წარმატება ტკივილის გარეშე.

 

რა უნდა ქნათ თუ ცდილობთ და არაფერი გამოდის? იყავით გამბედავი, არ დანებდეთ.

 

რა უნდა ქნათ, თუ ადამიანები მხარს არ გიჭერენ? ისინი აუცილებლად იქნებიან თქვენს გვერდით როგორც კი რაღაც შესანიშნავს გააკეთებთ.

ასე რომ, ნუ მიეცემით თვითგვემას, ნუ ჩათვლით, რომ ბოდიში გაქვთ მოსახდელი იმის გამო, რომ სხვაზე მეტი შეგიძლიათ. წარმატებული ადამიანი ყველას ამპარტავანი ეჩვენება!

 

jolo.ge

Comments
Loading...