„შევდივარ გასახდელში“ – ზაზა ფაჩულიას ვიდეო გამარჯვების შემდეგ

საქართველოს კალათბურთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„მე ამაყი ვარ ჩვენი ნაკრებით და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ერთერთი ნაწილი ვარ. ზედიზედ მეოთხე ევროპის ჩემპიონატზე გასვლას გილოცავთ“.

ზაზა ფაჩულია ასევე, ავრცელებს ვიდეოს გასახდელიდან, სადაც კალათბურთელები გამარჯვებას ზეიმობდნენ.

მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ანგარიშით 84:90 დასრულდა. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ილიას ზუროსის გუნდიდან ქულების მიხედვით გამორჩეული დიქსონი იყო, რომელმაც 31 ქულა მოაგროვა. ყველაზე სასარგებლო მოთამაშე კი, ზაზა ფაჩულია გახდა. მან ორმაგი დუბლი შეასრულა.

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ისრაელში, ფინეთში, რუმინეთსა და თურქეთში გაიმართება.

Comments
Loading...