“შევეწირებით! მაგრამ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში არ დავუშვებთ!”

“ჩვენ, ეროვნულ-კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანები – საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ვართ და მსოფლიოს ბნელ ძალებს, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ჩვენს ქვეყანაში სატანის მიერ ნაკარნახევი უზნეობის დამკვიდრების უფლებას არ მივცემთ!” – ჟურნალისტი ზაზა დავითაია ერთქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის დაწყებას აანოსებს და ხელისუფლებას ეროვნული დაუმორჩილებლობის აქციების დაწყების ალბათობის შესახებ აფრთხილებს.

“ყურადღება!

თუ საკონსტიტუციო სასამართლო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ხელისშემწყობ დადგენილებას მიიღებს, ჩვენ-ქართველი სამოქალაქო და ეროვნულ-კონსერვატიულად განწყობილი საზოგადოება ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანას მოვითხოვთ!

თუ რეფერენდუმის გამართვაზეც ხელისუფლება უარს გვეტყვის, ისღა დგვრჩება, საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე გადავიდეთ და სრულიად საქართველოს მოსახლეობა საქართველოში აქამდე არნახული, მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩასატარებლად ქუჩაში გამოვიყვანოთ!

თუ ამ ფორმითაც ვერ მივაღწევთ შედეგს, საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით შეცვლისკენ მოვუწოდებთ!

ყველამ გაიგოს: დემოკრატია-ეს არის უმრავლესობის ნების დომინანტობა უმცირესობის ნებაზე! ჩვენ,ეროვნულ-კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანები – საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ვართ და მსოფლიოს ბნელ ძალებს, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ჩვენს ქვეყანაში სატანის მიერ ნაკარნახევი უზნეობის დამკვიდრების უფლებას არ მივცემთ!

შევეწირებით! მაგრამ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში არ დავუშვებთ!

არანაირი ჰომოფობიის ნასახი ამ განცხადებაში არ არის! სექსუალურ აბსოლუტურ უმცირესობას-სულ რამოდენიმე ასეულ ადამიანს-შეუძლია, საბნის ქვეშ რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ ჩვენ, აბსოლუტურ უმრავლესობას – სრული უფლება გვაქვს, მათი ცხოვრების წესი უზნეოდ მიგვაჩნდეს და ჩვენი შვილების თვალს ეს უზნეობა ავარიდოთ!

საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დამკვიდრდება, ეს კარგად გააცნობიეროს ყველამ!!!

ქართველო ხალხო! მოვემზადოთ თავგანწირვისთვის! უკან დასახევი გზა უბრალოდ,არ არსებობს!!!” – წერს ზაზა დავითაია.

Comments
Loading...