შინაგან საქმეთა სამინისტრო ადვოკატის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„ქალაქ თბილისის პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, 2015 წლის 10 ნოემბრიდან გამოძიების დასრულებამდე, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.