შინაგან საქმეთა სამინისტროს ციტრუსის მიმღებ საწარმოებთან კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება დაევალა.

მთავრობის ახალი განკარგულების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ციტრუსის მიმღებ საწარმოებთან კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება დაევალა. კონკრეტულად კი აღნიშნულმა უწყებამ მსგავს ობიექტებთან რიგების მოწესრიგება უნდა უზრუნველყოს. შსს-ს პროექტების მართვის სააგენტომ კონტროლის გამკაცრებისთვის 20 წევრიანი სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის და შინაგან საქმეთა სამინისტროების და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

Comments
Loading...