შობას, ტრადიციული საშობაო ალილო, მსვლელობა ვარდების მოედნიდან-სამების ტაძრამდე მივა
შობას, 7 იანვარს თეატრალიზებული მსვლელობა ვარდების მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით სამების ტაძრამდე მივა. საშობაო ალილო სამებაში საზეიმო წირვით დასრულდება.
ალილოზე შეგროვებული საჩუქრები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში განაწილდება.
მსვლელობას პოლიტიკური ლიდერები და საზოგადოებისათვის ცნობილია დამიანები შეუერთდებიან.
თეატრალიზებული მსვლელობა – საშობაო ალილო ყოველ წელს, ტრადიციულად, 7 იანვარს, ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულზე იმართება.