შორენა თეთრუაშვილი ბერლინიდან პირველ კომენტარს აკეთებს – „ეს მე არ მეხება“

 

პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მას არ ეხება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს განუცხადა.

როგორც თეთრუაშვილმა აღნიშნა, იმ ინფორმაციებში, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა, „ვიღაც სხვა პიროვნებაზეა საუბარი“.

„ეს მე არ მეხება. ვიღაც სხვა ადამიანზეა ლაპარაკი“, – განაცხადა შორენა თეთრუაშვილმა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, რომლებიც მისი დავალებების კარგად შემსრულებელია, „ოქროს თევზს“ ეძახის.

Comments
Loading...