შოთი არველაძე “ტრაბზონსპორიდან” გაათავისუფლეს

თურქულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ტრაბზონსპორის” ქართველი სპეციალისტი, შოთი არველაძე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

არველაძესთან “ტრაბზონსპორმა” კონრტაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა.

თურქულ პრესაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონპენსაციის სახით, არველაძეს კლუბი 200 ათას ევროს გადაუხდის.

“გვინდა მადლობა გადავუხადოთ შოთა არველაძეს კლუბში გაწეული სამსახურისთვის”, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე “ტრაბზონსპორში” 2015 წლის 3 ივლისს დაინიშნა. მან შიდა ჩემპიონატში 11 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 5-ში დამარცხდა. არველაძის გუნდი თურქეთის ჩემპიონატში 14 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

Comments
Loading...