შოთიკო ანასაშვილი : “ნაციონალურმა მოძრაობამ” – საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს და შეწყვიტოს არსებობა!

„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის „ წევრი – შოთიკო ანასაშვილი განცხადებას აკეთებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ მიმართებაში და პირველ რიგში, მოუწოდებს მთავრობას, რომ დროულად გაასამართლოს ამ სისხლიანი რეჟიმის მონაწილე ყველა დამნაშავე და მოძალადე!
ორგანიზაციის სახელით მსურს, განვაცხადო და მივემხრო ყველა იმ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს, ვინც მიიჩნევს , რომ საქართველოში უნდა დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ სივრცეში არსებობა!
ახალი ვიდეო კადრების გავრცელების შემდგომ, რომელშიც ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობა, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა , წამების მიზნით, რაც რაღა თქმა უნდა ისევ და ისევ ნაც მოძრაობის ხელწერაა, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ დაგმო, სხვადასხვა გზით. გამწარებული ერი გამოვიდა გარეთ და აპროპტესტებენ იმ ძალადობას , რომელიც ნაციონალური მოძრაობის სისხლიანმა რეჟიმმა ჩაიდინა 9 წლიანი მმართველობის განმავლობაში! რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას ისინი იმდენად უტიფრები არიან, რომ ჩვენს საზოგადოებას უკრიტიკებენ პროტესტის გამოხატვის ფორმებს და მოითხოვენ სამართლებრივი გამოძიების ჩატარებას მათ ოფისებთან აღშფოთებული და ემოციის ზღვარზე მყოფი საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქციების ჩატარების გამო. ეს მოძალადე რეჟიმი კი ივიწყებს იმ დანაშაულსა და ბრალს რაც სწორედ ჩვენს – ქართველი ხალხის წინაშე მიუძღვით!
რაც შეეხება მედია სივრცეს, სადაც ასევე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გვესმის, რომ ტელეკომპანია „რუსთავ 2თან“ მიმართებაში ხორციელდება პოლიტიკური ანგარიშსწორება,ისინი კვლავ ცდილობენ საკუთარი თავის რეაბილიტაციას და დემაგოგობენ ისეთი დოზით, რაც ცდება ყოველგვარი ნორმის ფარგლებს. „რუსთავი2-ი“ ისევე შეიცავს ძალადობის ხაზს, როგორც ნაციონალური მოძრაობა. ეს არის მედია, რომელიც საზოგადოებას ამყოფებს მუდმივ ტყუილში, ინფორმაციის ვაკუუმში და მუდმივად ცდილობენ ისეთ ჭრილში წარმოჩინდნენ და შეფუთონ თავიანთი პოლიტიკური არსი, რომ თითქოსდა საერთოდ არ ეკუთვნით ის დანაშაულებრივი ქმედებები 2003 წლიდან 2012 წლამდე ჩაიდინეს.
მე, როგორც რიგითი ახალგაზრდა და ერთ-ერთი ქართველი არ დავუშვებ ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობას! ვიცი, რომ ერთმანეთის გვერდით უამრავი ახალგაზრდა დავდგებით და ერთად მოვთხოვთ პასუხს ნაციონალურ მოძრაობას დანაშაულიოსთვის და მთავრობას -მათი დაუსჯელობისთვის! ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას დროულად იქონიონ რეაგირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაასრულოს ნაციონალური მოძრაობა საქართველოში! იმისათვის რომ ჩვენმა ქვეყანამ გარკვეული შვება იგრძნოს, აუცილებელია დასრულდეს მოღალატეობრივი კოჰაბიტაცია ნაც მოძრაობასა და მთავრობას შორის!

Leave A Reply

Your email address will not be published.