შს მინისტრი განმარტავს, რატომ იზრდება ჯარიმა მანქანის მართვის დროს ტელეფონზე საუბარზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევა ავტომობილის მართვის დროს ტელეფონზე საუბარია.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ხუციშვილმა განაცხადა, ამ დარღვევაზე 10-ლარიანი ჯარიმა 30 ლარამდე სწორედ ამის გამო გაიზრდება.

„თუ დღეს მოქმედი კანონით სასწრაფოსთვის, სახანძროსთვის და პოლიციისთვის გზის არდათმობისათვის პირს მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოერთმეოდა, ეს მიდგომა ფულადი ჯარიმებით იცვლება.

პრაქტიკაში, ეს ჯარიმები იშვიათად გამოიყენება. ამიტომ, უფრო ქმედითი რომ გახდეს, ექვსთვიანი ჩამორთმევა სასწრაფოს შემთხვევაში 300 ლარამდე ჯარიმით შეიცვლება, პოლიციის მანქანისთვის გზის არ დათმობა კი, 100 ლარამდე ჯარიმით“, – დასძინა ხუციშვილმა.

Comments
Loading...