შს მინისტრი თელავში, მკვლელობის ადგილზე გაემგზავრა

თელავში პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის გამო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომა დატოვა და შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა.

შსს–ში აცხადებენ, რომ მინისტრი არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.

თელავში, პოლიციის შენობის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი სამართალდამცველი მოკლეს, ერთი კი დაიჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია.

Leave A Reply

Your email address will not be published.