შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განმარტებით, საგამოძიებო უწყებამ ვარდების მოედანთან მდებარე ბარებში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით, მუშაობა უკვე დაიწყო.
ამის შესახებ ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პრემიერის დღევანდელი დავალება მიღებულია. მუშაობა უკვე დავიწყეთ და დეტალურად მოგახსენებთ შედეგებს, თუ რა კეთდებოდა მანამდე და დავალების შესაბამისად, რა გაკეთდა“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისში, ვარდების მოედნის ქვემოთ მდებარე ბარებში კანონდარღვევები ხდება. კერძოდ, პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნულ ბარებში ანტიდისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი და იქ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, აღნიშნული პრობლემით დაინტერესდეს.