შს მინისტრის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, დავით ხუციშვილმა და თეიმურაზ მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “სივილ პრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების განმარტებით, ისინი სხვა უწყებებში განაგრძობენ საქმიანობას და ამ საკითხთან დაკავშირებით უშუალოდ მინისტრი გააკეთებს კომენტარს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ხუციშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 2013 წლის ნოემბრიდან იყო. ხოლო 2012–დან 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.
რაც შეეხება თეიმურაზ მღებრიშვილს, იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 11 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.