შს მინისტრის პოსტს ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს.

”როგორც ”ჯი-ეიჩ-ენისთვის” გახდა ცნობილი, ანზორ ჩუბინიძემ შეთავაზება პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.

ანზორ ჩუბინიძემ შსს მინისტრის პოსტზე შეთავაზება ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში მიიღო, თუმცა მაშინ ჩუბინიძემ მინისტრის პორტფელის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ჩუბინიძის უარის შემდეგ შს მინისტრად გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის უფროსის პოსტს, „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ჩუბინიძის ადგილს, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი – ალეკო თოდუა დაიკავებს.

ამ დროისთვის უცნობია სად გააგრძელებს საქმიანობას შს ამჟამიდელი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

წყარო

Leave A Reply

Your email address will not be published.