შსს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში ტელეკომპანიის აღება იგეგმება და ამის გამო სპეციალური დანიშნულების რაზმები, ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე, სიცრუეს უწოდებს.

შს სამინისტრო ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი” უცვლელად გთავაზობთ:

„ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის ნ. გვარამიას განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თითქოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები, ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე, არის სრული სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია.
ნ. გვარამიას მედია-მიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას.
იდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია, რათა დაიცვას მოსახლეობის სიმშვიდე და უსაფრთხოება.

მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.”- აღნიშნულია განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.