შს სამინისტროს ინფორმაციით დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდა

შს სამინისტროს ინფორმაციით დანაშაულის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარების შემცირდა. ინფორმაცია უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

ოფიციალური ინფორმაციით 2015 წლის განმავლობაში ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 35 ათას 96 დანაშაულის ფაქტი აქედან კი გახსნილია 21 ათას 176. შს სამინისტროს ინფორმაციით 2014 წელთან შედარებით 2015 წელს დანაშაულის მაჩვენებელი 3.92% შემცირდა.

2014 წელს შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით ქვეყანაში 36 ათას 526 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც 22 ათას 171-ის გახსნა მოხერხდა.

თუმცა ოფიციალური ინფორმაციის თანახმად 2014 წელთან შედარებით გაზრდილია განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი. თუ 2014 წელს 89 შემთხვევა დაფიქსირდა, 2015 წლის მონაცემებით 94 შემთხვევა იყო.

თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 2014 წელს 334 შემთხვევა დაფიქსირდა და მხოლოდ 3 საქმის გახსნა მოხერხდა. 2015 წელს კი თვითმკვლელობამდე მიყვანის 395
შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან არცერთი არ გახსნილა.

2014 წელთან შედარებით გაზრდილია ცეცხლსასროლიიარაღის , საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების მაჩვენებელი. თუ 2014 წელს მსგავსი 1446 შემთხვევა დაფიქსირდა 2015 წელს 1604 იყო.

2014 წლის მონაცემებთან შედარებით ოფიციალური ინფორმაციით 2015 წელს კომპიუტერულმა დანაშაულებმა იმატეს. 2014 წელს მსგავსი ტიპის დანაშაული 168 ჯერ დარეგისტრირდა, 2015 წელს კი მსგავსი 273 შემთხვევა იყო.

Comments
Loading...