შსს ადასტურებს, რომ ნუცუბიძეზე ნაპოვნი E კლასის Mercedes მოკლულ პროკურორს ეკუთვნის

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე ნაპოვნი E კლასის Mercedes მოკლულ პროკურორს ვახტანგ ქირიას ეკუთვნის.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. მანქანა ცოტა ხნის წინ სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიტანეს. ის არ არის დაზიანებული, მხოლოდ უკანა საბურავია დაშვებული.

Comments
Loading...