შსს „BMW X6“-ის მარკის ავტომანქანაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს შს სამინისტრომ შეიძინა „BMW X6“-ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების თარიღი: 2008 წ. საბალანსო ღირებულება: 99 000 ლარი).

შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ამგვარი ტიპის ავტომანქანით არ უნდა სარგებლობდნენ სამინისტროს მაღალჩინოსნები.
გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ავტომანქანა გადაეცა საპატრულო პოლიციას, რათა ის უშუალოდ მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დამყარებას მოემსახუროს. ზემოხსენებული ავტომანქანა გადავიდა რიგითი საპატრულო ეკიპაჟების განკარგულებაში და განკუთვნილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

აქვე შევნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში ამ დროისთვის იმყოფება მსგავსი კატეგორიის კიდევ რამდენიმე ავტომანქანა, რომლებიც უახლოეს მომავალში ასევე საპატრულო პოლიციას გადაეცემა.

Leave A Reply

Your email address will not be published.