შსს ე. წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის შექმნას აპირებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე. წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის შექმნას აპირებს. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს უწყება მთავრობას მიმდინარე თვეში წარუდგენს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის თქმით, საუბარია საზღვარგარეთის ქვეყნებში დამატებითი საკომისიო რესურსის გამოყენებაზე, რომელიც ორგანიზებული ჯგუფების წინააღმდეგ იმუშავებენ.

“ეს იქნებიან პოლიციელები, რომლებიც ატაშეებისგან განსხვავებით ღიად არ იმუშავებენ და უცხოეთის ქვეყნებში იქნებიან ფარულად. მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული მუშაობა იქნება. საუბარია იმ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელსაც საქართველოსთან აქვს კავშირი, მსგავსი ინსტიტუტი ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. ქვეყნები ამით ეხმარებიან ერთმანეთს, რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ორგანიზებული ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელდეს ეფექტური ბრძოლა პოლიციის მხრიდან”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

Comments
Loading...