შსს ღამის კლუბებს ამოწმებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღამის კლუბებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის მიერ მიცემული დავალების თაობაზე პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

”საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ამ კუთხით არსებული პრობლემების მიმართ ცოტა უფრო მეტად აქტიური მუშაობა ყოფილიყო. ასეთი მუშაობა მიმდინარეობს. ამას მაინცდამაინც რეიდების სახე არა აქვს, მაგრამ გარკვეული პრევენციული მუშაობა მიმდინარეობს. სხვას დეტალურად ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა ხუციშვილმა.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იანვარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღამის კლუბებში არასრულწლოვნების პროსტიტუციის აღკვეთის მიზნით სიტუაციის შესწავლა დაავალა. გიორგი კვირიკაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ გარკვეულ ღამის კლუბში სწორედ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი.

Comments
Loading...