შსს-მ 213-ე ბაგა ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული დენის პ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს თბილისში, N213 ბაგა-ბაღში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დენის პ. თავისი შვილის ერთ-ერთ ჯგუფელს იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. აღნიშნულ საქმეზე შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 151-ე და 236-ე პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.