შსს-მ 42 შეკვრა ე.წ. „ბიო“ ამოიღო

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული ემზარ ა. სოფელ აღაიანთან დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 42 შეკვრად დაფასოებული ე.წ. „ბიო“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 9,5958 გრ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 262-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).

Leave A Reply

Your email address will not be published.