შსს-მ ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის სავარაუდო საუბრის ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სავარაუდო საუბრის ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინფო 9“-ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამსართლის კოდექსის 159-ე მუხლით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ პირადი მიმოწერით ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უკრაინული გამოცემა “უკრაინული რევოლუცია” სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი დღეს გამოქვეყნა.

ჩანაწერში მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით, სამი მილიონი დოლარის მიცემაზეა საუბარი. საუბარში ნახსენებია საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.

Comments
Loading...