შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ივანე ზურაბაშვილმა ამავე დეპარტამენტის მესამე სამმართველოს ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თათბირის დასრულების შემდეგ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა 27 თანამშრომელს და 56 ვადიან სამხედრო მოსამსახურეს მიმდინარე წლის 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის შს მინისტრის მადლობისა და საპატიო სიგელები გადაეცათ.

Comments
Loading...