შსს საკადრო ცვლილებებს ადასტურებს

შსს ადასტურებს მინისტრის ორი მოადგილის დავით ხუციშვილისა და თეიმურაზ მღებრიშვილის თანამდებობებიდან წასვლას. როგორც უწყების პრესსამსახურიდან “პირველ რადიოს” აცნობეს, გიორგი მღებრიშვილის უკვე უკვე ყოფილი მოადგილეები მუშაობას სხვა უწყებებში გააგრძელებენ, ხოლო მათი შემცვლელის შესახებ განცხადებას თავად შს მინისტრი გააკეთებს.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ შს მინისტრის ერთ-ერთი ყოფილი მოადგილე დავით ხუციშვილი მუშაობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაგრძობს. ის მინისტრის მოადგილედ პრემიერის ბრძანებით უკვე დაინიშნა.

Comments
Loading...