სოსო ოხანაშვილს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა ამ დრომდე, ოფიციალურად, არ დაუტოვებია. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ოხანაშვილი კვლავ ირიცხება სამინისტროს რიგებში და მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ არსებობს.

გუშინ,26 თებერვალს სოსო ოხანაშილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პატრიარქს ესაუბრა და მისი დაცვის უფროსის თანამდებობა დატოვა. მამა გიორგი ზვიადაძე კი, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცეულ ინტერვიუში, აღნიშნავდა, რომ სოსო ოხანაშვილის ნაცვლად პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებდა.

on.ge