შსს სოზარ სუბარის ავტომობილის ავარიაში მოხვედრის ფაქტს ადასტურებს

“ნიუპოსტმა” სამტრედიისა და აბაშის გზაგასაყარზე, სოფელ მარანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დამათებითი ინფორმაცია მოიპოვა.
თვითმხილველთა განცხადებით, მაღალი სიჩქარით, თბილისის მიმართულებით მიმავალი “ჯიპი” “ოპელის” მარკის ავტომობილს გვიან ღამით დაახლოებით 24:00 სთ-ზე შეეჯახა.
მძღოლი შუახნის მამაკაცი გვარად ნოდიაა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ავარიის შედეგად “ოპელის” მარკის ავტომობილში მყოფი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
გარდაცვლილი გუშინვე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს, დაშავებულს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფომ აღმოუჩინა.
როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, ავარიის გამომწვევი მიზეზი უამინდობა და გადაჭარებული სიჩქარე გახდა, თუმცა ოფიციალური უწყებებს მომხდარზე ოფიციალურ განცხადება, ამ დრომდე არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, ჯიპის მარკის ვატომობილს დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის მძღოლი მართავდა, შემთხვევისას მინისტრიც მანქანაში იმყოფებოდა. კომენტარი ინციდენტის შესახებმ, არც სოზარ სუბარს არ გაუკეთებია.
როგორც “ნიუპოსტს” დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრი და მისი მძღოლი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან.
ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ.

Comments
Loading...