შტორმის გამო ანტალიასთან ტურისტული გემი ჩაიძირა

 

ანტალიის სანაპიროსთან ტურისტული გემი ჩაიძირა. ხომალდი, რომელიც ერთდღიან კრუიზში იმყოფებოდა, ხმელთაშუა ზღვაში შტორმში მოყვა.

კაპიტანმა პორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გემზე წყალმა შეაღწია და ჩაძირვა დაიწყო.

თურქეთის სანაპირო დაცვა და საზღვაო პოლიცია ადგილზე დროულად მივიდნენ. მაშველებმა 84 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის უცხოელებიც.

ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ისინი თურქეთისა და ლიბანის მოქალაქეები არიან.

Comments
Loading...