სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი შესაძლოა გაძვირდეს

სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი შესაძლოა გაძვირდეს. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე მთავრობის ინიციატივას დღეს რამდენიმე კომიტეტი განიხილავს.

მისი დამტკიცების შემთხვევაში პირველი იანვრიდან ფილტრიანი სიგარეტი 20 თეთრით, სიგარის ერთი ღერი 40 თეთრით, ერთი ლიტრი ალკოჰოლური სასმელის ზოგიერთი სახეობა კი 10-15 ლარით გაძვირდება.

მთავრობა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. როგორც განმარტავენ, კანონპროექტის მიღება დაახლოებით 90 მილიონი ლარით გაზრდის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.

Leave A Reply

Your email address will not be published.