სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დედოფლისწყაროდან სიღნაღისკენ მიმავალი სატვირთო ავტომანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

დაშავებული მგზავრები ლაგოდეხისა და წნორის „არქიმედეს“ საავადმყოფოში გადაყავთ.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Comments
Loading...