სიხარულიძე – ეს არის პირველ რიგში არა ნარკოტიკის მომხმარებლის დასჯა, ეს არის ოჯახის დასჯა

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე გადაცემა “რეალურ სივრცეში” იმ ჯარიმის ოდენობას შეეხო, რომელიც დაწესებულია ნარკოტიკის მოხმარებისთვის:

“მე ერთ ადგილას ვიკითე, ერთ-ერთ შეკრებაზე, ეს 500 ლარი, ჯარიმა, საიდან მოიტანეს. საარსებო მინიმუმი, სამომხმარებლო კალათა არის 130 ლარი
ყველა ნარკოტიკის მომხმარებელი რომელიც არის დაჯარიმებული, არის უმუშევარი, ვინ უნდა გადაიხადოს ეს ჯარიმა?!
ეს არის პირველ რიგში არა ნარკოტიკის მომხმარებლის დასჯა, ეს არის ოჯახის დასჯა, რომ მას ყავს ოჯახის წევრი, რომელიც ავად არის და მოიხმარს ნარკოტიკს. ვიკითხე და ვერც კანონმდებელმა, ვერც შსს-მ ვერ გამცეს პასუხი. ეს 500 ლარი ვის დაესიზმრა, მე კი ვიცი ვის დაესიზმრა, მიშა სააკაშვილს დაესიზმრა, უნდა ყოფილიყო ჯარიმა 500 ლარი, 2000 ლარი და ნულოვანი ტოლერანტობა. დათვალეთ? რამიმე გათვლა არსებობს? აი ამ კითხვაზე ვერავინ მპასუხობს.”

-განაცხადა სიხარულიძემ “რეალური სივრცის” ეთერში

Comments
Loading...