სიკვდილ მისჯილი ქალის ბოლო ხმოვანი წერილი

2009 წელს თეირანის სასამართლომ 26 წლის ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ირანში სიკვდილით დასაჯეს რეიჰანე ჯაბარი, რომელმაც მამაკაცი მასზე სექსუალური ძალადობის გამო მოკლა.

მიუხედავად საერთაშორისო კამპანიისა და მოწოდებისა, შეეცვალათ 26 წლის რეიჰანე ჯაბარისთვის სასიკვდილო განაჩენი, ის თეირანის ციხეში ჩამოახრჩვეს.

რეიჰანე ჯაბარი 2007 წელს დააკავეს ირანის დაზვერვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მორტეზა აბდოლალი სარბანდის მკვლელობისთვის. 2009 წელს თეირანის სასამართლომ 26 წლის ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

რეიჰანე ჯაბარიმ – 7 წელი გაატარა ევინის ციხეში, სანამ მას სიკვდილით დასჯიდნენ

მისი ბოლო ხმოვანი წერილი დედის მისამართით ასე ჟღერდა:

“დედა, სიცოცხლეზე ძვირფასო, გთხოვ ნუ იტირებ იმის გამო, რასაც ახლა ჩემგან გაიგებ.. ნუ მიხვალ სასამართლოში, ნუ შეევედრები ჩემს სიკვდილისგან დახსნას! მხოლოდ ერთი ნატვრა შემისრულე, ნუ გამომაწყვდევ მიწის ტყვეობაში.. არ მინდა ჩემი თვალები და ახალგაზრდა გული მტვრად იქცეს.. შეევედრე მათ, როგორც კი განაჩენს აღასრულებენ, წაიღონ ჩემი თვალები, გული, ძვლები, ყველაფერი რაც გადარჩება და მისცენ მათ ტრანსპლანტაციისთვის, ვისაც ეს სჭირდება. მან, ვინც ჩემს თვალებს მიიღებს, ვინც ჩემს გულს მიიღებს, არ მინდა, რომ რაიმე იცოდეს ჩემს შესახებ, უბრალოდ იყოს საჩუქარი ჩემგან. არც ყვავილები მინდა მათგან,არც ლოცვა.
არ მინდა, რომ გქონდეს ჩემი საფლავი, სადაც მოხვალ შავი კაბით და დამიტირებ. გთხოვ, ქარს გამაყოლე..
და ნუ იტირებ, ძვირფასო დედა!“

ymt.ge

Comments
Loading...