სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება

10 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 12 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოში +16, +21 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 12 მაისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და 15 მაისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. 13 – 14 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში შესაძლოა წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები აღინიშნოს.

Comments
Loading...