სირიაში მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაწვეს ამბოხებულებმა

ალეპოში, ხელისუფლების მოწინააღმდეგე ერთ-ერთმა დაჯგუფებამ, მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაწვა.

BBC- ის ცნობით, 5 ავტობუსი, რომელიც იდლიბის პროვინციაში მდებარე ორი შიიტური სოფლისკენ მიემართებოდა ალყაში მოაქციეს.
ალეპოდან ევაკუაციას ამ დრომდე ათასობით მოქალაქე და ამბოხებული ელოდება. სირიაში, ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მხარეებს შორის მიღწეული ახალი შეთანხმების საფუძველზე 17 დეკემბერს უნდა განახლებულიყო.
სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა და ციხეში სასტიკად სცემა, რის პასუხადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს.
სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბაშარ ასადის რეჟიმის რღვევა. ტრაგიკულ ინციდენტს სირიის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. თურქეთში გაქცეულმა სირიელმა გენერლებმა “სირიის თავისუფალი არმია” შექმნეს, რითაც სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. არაოფიციალური მონაცემებით, კონფილიქტმა, 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 10 მილიონამდე კი, ლტოლვილი გახდა

Leave A Reply

Your email address will not be published.